“ეს არის ხელწერა იმ გუნდის, რომელსაც წარმოადგენს ნადირაშვილი,“ – ეკა ბესელია ნადირაშვილის განცხადებაზე საუბრობს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა და ირამ ნადირაშვილის განცხადება უარყო.

ოპოზიციამ დღეს განაცხადა, რომ სუს-ი გეგმავს ალეკო ელისაშვილის ცემას, თუმცა ეკა ბესელია აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არასწორია.

„ასეთ სცენარს ადგენდა თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა და ქალბატონი ნადირაშვილი ამ სცენარის დაწერაში თავად მონაწილეობდა ხოლმე. ის თავად არის ერთ-ერთი ძალიან აქტიური მონაწილე ბევრი უკანონო ქმედების. ამიტომ ის, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს არის სასაცილო. ეს მას უკეთებია თავის პრეზიდენტთან ერთად. ასეთ სიუჟეტებს იგონებდა და დგამდა. ეს არის ხელწერა იმ გუნდის, რომელსაც წარმოადგენს ნადირაშვილი,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიის ადამიანი, რომელიც საუბრობს ფაქტების და კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, აგებს კანონის წინაშე პასუხს – ეკა ბესელია
შემდეგი სტატია„საქართველო ევროპისთვის სანდო პარტნიორად იქნა მიჩნეული“