ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და ამ ჭრილში გაგრძელდება ეს პროცესი,-კვირიკაშვილი “რუსთავი 2”-ის საქმეზე საუბრობს

იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომანტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და პროცესი ჩვეულებრივ გრძელდება.

„ჩვენ აქამდეც ვაცხადებდით, რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და სწორედ ამ ჭრილში გაგრძელდება ეს პროცესი. არანაირი გაზვიადება ამ მოვლენის ჩვენ არ გვმართებს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ ინფორმაციის მიწოდებას. საერთოდ, მგონია, რომ ეს საკითხი იყო როგორც თავიდანვე გაზვიადებული და პოლიტიზირებული, ასე რჩება დღესაც. მე მაგალითად ამ საკითხს ამხელა მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. ეს არის ჩვეულებრივი იურიდული საქმე, რომელზეც იუსტიცის სამინისტრო აგრძელებს იმ პროცესუალურ ქმედებებს, რაც მას მართებს. სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობენ. ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას აქვს სრული ნდობა ჩვენი ინსტიტუციების და ამ მიმართულებით არანაირი ბზარი არ შეიძლება რომ იყოს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშიშები გადაჭარბებულია- საპასუხო წერილი ევროპარლამენტარებს
შემდეგი სტატიაშსს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის