ბაია გადაბაძე:”რუსთავი2″ ლიდერი ტელევიზიაა და ყველას სურს, რომ მას წაართვას მაყურებელი

„ეს არის კარგად დაგეგმილი სქემა მაესტროს წინააღმდეგ,“ – ტელეკომპანია მაესტროს გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის, განცხადებით, ტელეკომპანიის შემსყიდველ ირაკლი რუხაძის უკან სამთავრობო წრეები დგას.ამის შესახებ  ბაია გადაბაძემ “კურიერის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა და მიმდინარე პროცესები რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა.

„რუსთავი2 ლიდერი ტელევიზიაა და ყველას სურს, რომ მას წაართვას მაყურებელი,” – ამბობს გადაბაძე და ამიტომ გაჩეჩილაძეების განცხადება მისთვის გაუგებარი არ არის.

“მე ვუკავშირებ თქვენთან დაწყებულ პროცესებს და ჩვენთან გაგრძელებულ პროცესებს ერთმანეთს და გამოვთქვამ საფუძვლიან ეჭვს, რომ აქ ურევია ხელისუფლების ხელი, რადგან, ჩემი ინფორმაციით, ირაკლი რუხაძე დაახლოებული უნდა იყოს სამთავრობო წრეებთან,“ – აცხადებს ბაია გადაბაძე. ტელეკომპანიების რეიტინგების ახალი მთვლელის, “კანტარის”, საქმიანობასთან “მაესტროს” გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძეს პრეტენზიები აქვს.

“ეს არის საოცრება. მე ყოველთვის მქონდა პრეტენზიები გოჩა ცქიტიშვილთან და მის კომპანიასთან, მაგრამ ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა და ამას ვერასდროს  წარმოვიდგენდი, რომ უფრო მეტი პრეტენზიები მექნებოდა “კანტართან” იმიტომ, რომ აბსოლუტურად ალოგიკურად მეჩვენება ის შედეგები, რასაც ისინი უწერენ “რუსთავი2-ს, “მაესტროს” და “იმედს”. “იმედი” დღეს არის ერთპიროვნული ლიდერი კანტარ-მედიის მონაცემებით,“ – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

banner
წინა სტატიაშიფინეთის პოლიცია ჰელსინკში მიგრანტების თავდასხმისთვის მოემზადა
შემდეგი სტატიათურქეთმა რუსეთს “არასერიოზული სახელმწიფო” უწოდა