“ეს არის კანონიერი ჩარჩოდან გასული უკანონობა” – ეკა მიშველაძე გვარამია-ბურჭულაძის ჩანაწერის გავრცელებაზე

ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აკეთებენ. ეკა მიშველაძის თქმით მომხდარი არის კანონის ფარგლებს გაცდენილი უკანონობა, რომელზეც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რეაგირება.

მიშველაძე ასევე ხაზს უსვამს ხელისუფლების პასუხისმგებლობას აღნიშნულ საქმეში. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ჩანაწერში ორი კერძო პირის საუბარი არის ასახული და მის შინაარსში სკანდალური არაფერი არ არის:

„ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩანაწერების გაკეთება და შემდეგ გავრცელება, ყველა მედია საშუალების მიერ ამის ატაცება. მართალია ამ ჩანაწერში სკანდალური არაფერი არ არის და ეს ორი ადამიანის კერძო საუბარია, არაფერია ისეთი, რასაც ჩვენ ამ დრომდე მიჩვეულები არ ვართ, რასაც ვხედავთ და რაც ვრცელდება ინტერნეტშიც. ორი ადამაინის კერძო საუბრის ჩაწერა და შემდგომ გავრცელება, ეს არის სამართლებრივი ჩარჩოდან გასული უკანონობა, ამ ქვეყანაში უნდა მიეჩვიონ ადამიანები, ვისაც აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, რომ მსგავსი რამ არ შეიძლება და ერთხელ და სამუდამო უნდა მივეჩვიოთ სამართლებრივ გარემოში ცხოვრებას“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ „კურიერთან“ საუბრისას.

banner
წინა სტატიაში“გავრცელებული ფარული ჩანაწერები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს უსმენს”
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი : სოფლის მოსახლეობა გააფრთხილეს, თუ ჩემთან შეხვედრაზე გამოვლენ, გზას აღარ დააგებენ