26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

“ეს არის ჯგუფური ძალადობა, ამ დროს კი ციხეში უდანაშაულო ხალხი ზის” -ეკა ბესელია პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე

„მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი ეკა ბესელია პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სისხლის სამართლის დანაშაულად აფასებს. „ტვ პირველის“ ეთერში ბესელიამ განაცხადა, რომ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ძალადობაში მონაწილე დეპუტატები პასუხისმგებლობას აიღებდნენ და მათ მიმართ გამოძიება დაიწყებოდა.

„როცა ორგანიზებულად ურტყამენ ადამიანებს, ამას სისხლის სამართლის ენაზე ჰქვია ძალადობა, ჩადენილი ორგანიზებულად პირთა ჯგუფის მიერ. არავითარი იმუნიტეტი არ იცავს დეპუტატს, როდესაც ის დანაშაულს ჩადის… მათ კრიტიკული მოსაზრების ისეთი მიუღებლობა აქვთ, რომ მზად არიან ჩაქოლონ, ერთობლივად, ჯგუფურად ადამიანებზე იძალადონ“, — განაცხადა ბესელიამ.

ბესელიამ ხაზი გაუსვა ორმაგ სტანდარტს და აღნიშნა, რომ ამ მოვლენების ფონზე, ციხეში პოლიტიკური ნიშნით უდანაშაულო ადამიანები სხედან.

„ამ დროს ციხეში სხედან ადამიანები, რომელთაც არაფერი არ ჩაუდენიათ და ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებებისთვის გაასამართლეს. რატომ ზის ციხეში მზია ამაღლობელი, ელენე ხოშტარია, ანდრო ჭიჭინაძე და სხვები?“ — აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პრემიერ ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ წევრები — არჩილ გორდულაძე, ლაშა ტალახაძე, ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კირცხალია და ირაკლი ხელაძე — გახარიას პარტიის ორ დეპუტატს, გიგა ფარულავასა და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

banner
წინა სტატიაშიგორში მოზარდი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაშიო III ხვალ სამების ტაძარში წირვის შემდეგ აბიტურიენტებს დალოცავს