ეს არის ისტორია, რომელიც ეხება ლგბტ საზოგადოებას და ზოგადად ადამიანის უფლებებს

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში შთამბეჭდავი ჩვენება გაიმართა, რომელიც ასახავდა ისტორიას ლგბტ საზოგადოებასა და ზოგადად ადამიანის უფლებებზე.

მისივე თქმით, შესანიშნავი ისტორია ვითარდება საქართველოში, რომელიც გარდაიქმნება ქვეყნად, რომელიც უფრთხილდება ინდივიდუალურ უფლებებს, მრავალფეროვნებას, თანამედროვეობასა და ევროპული სტილის განვითარებას.

„ძალიან შთამბეჭდავი ჩვენება იყო. ეს არის ისტორია, რომელიც ეხება ლგბტ საზოგადოებას და ზოგადად ადამიანის უფლებებს. ჩემი აზრით, შესანიშნავი ისტორია ვითარდება საქართველოში, რომელიც გარდაიქმნება ქვეყნად, რომელიც უფრთხილდება ინდივიდუალურ უფლებებს, მრავალფეროვნებას, თანამედროვეობას და ევროპული სტილის განვითარებას. ეს არის ის, რასაც ვუფრთხილდებით და დასავლელი პარტნიორები მოწადინებული არიან, დაეხმარონ საქართველოს. ეს მარში ეხება საქართველოს თანამედროვე ევროპულ ქვეყნად გარდაქმნას. ამაყები ვართ, რომ ამ გზაზე საქართველოს პარტნიორები ვართ“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

„თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიდღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და თანასწორობის უფლებები
შემდეგი სტატიაგახარია არის “ქართული ოცნების” ჩამოშლის სიმპტომი