ეს არის ისეთი დღე, რომელსაც მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს – პრეზიდენტის პასუხი პაპუაშვილს

“ეს არის ისეთი დღე, რომელსაც მე კი არა, მთელი მოსახლეობა უნდა ესწრებოდეს”, – ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ის არ მიიწვიეს.

სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში კოჯორში იუნკერთა მემორიალთან იმყოფება. ის 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას.

ამის შემდეგ პრეზიდენტი ყვავილებით შეამკობს პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებულ იუნკერების მემორიალურ დაფას.

იუნკერთა ხსოვნის მისაგებად გამართულ ცერემონიალზე პრეზიდენტი პარლამენტმა არ მიიწვია. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რატომ არ მიიწვია პარლამენტმა პრეზიდენტი იუნკერთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად – პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ღონისძიებაზე დაპატიჟების მიუხედავად, წინა წელს პრეზიდენტი არ მივიდა, შესაბამისად, წელს აღარ მიიწვიეს.

banner
წინა სტატიაშიდავითულიანი პრეზიდენტს: უნდა აქ მოვიდეს, უნდა მემორიალი არსებობს კოჯრის შესახვევში და იქ მიაგოს პატივი
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ – “პირველების” ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ათამდე ქალია