“ეს არის ენერგიული, გაბრაზებული კაცის ნათქვამი, ნუ ჩავეჭიდებით” – მეუფე ანტონი მეუფე იობის განცხადებაზე საუბრობს

“ეს არის ენერგიული, გაბრაზებული კაცის ნათქვამი. ნუ ჩავეჭიდებით,“ – ასე გამოეხმაურა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე დავით გარეჯთან დაკავშირებით მეუფე იობის სკანდალურ ქადაგებას, სადაც მან თქვა, რომ ქვეყანა რელიგიური კონფლიქტის ზღვარზეა. მეუფე ანტონის თქმით, მღვდელმთავარმა მწვავე ქადაგებაში საკუთარი პოზიცია გამოხატა.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის შეფასებით, მეუფე იობის განცხადება სახელმწიფოსთვის ბიძგის მიმცემი იყო, რათა ხელისუფლებამ დავით გარეჯის პრობლემის მოსაგვარებლად იზრუნოს.

„ეს არის მეუფის შეხედულება. მეუფე ანთებული კაცია, შეიძლება რაღაცნაირად მთლიანად ჭრილში არ დაინახა, მისი პიროვნული დაინახა და როგორც გულანთებული კაცი, მოსიყვარულე, როგორც მღვდელმთავარი, შინაგანი გამოთქვა მისი პირადი აზრი. ეკლესია ჩვენ სხვანაირად ვფიქრობთ. ზოგადად, მთლიანად სათქმელი ითქვა, მაგრამ იქ, რა თქმა უნდა, დასაკვირვებელია მეზობლები. ეს არის ენერგიული, გაბრაზებული კაცის ნათქვამი. ნუ ჩავეჭიდებით. თუ ვერ მოძებნიან სახელმწიფოები ერთმანეთში თუ არ დალაგდება, რა თქმა უნდა შემდეგ იგი გადმოვა. ჩვენ აქ ხელდაკრეფილები და ჩვენ მორწმუნეები რომ ვართ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ მორწმუნეები ვართ და ყველაფერი თავისთავად დალაგდება. მე დავინახე, რომ უფრო მეტად წამაქეზებელი იყო სახელმწიფოსთვის, რომ იზრუნოს,“ – განაცხადა მეუფე ანტონმა.

banner
წინა სტატიაში“ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა“ – გომელაური გამოწვევების შესახებ საუბრობს
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია უქმე დღეებიდან 8 მარტის ამოღებას და 14 მაისის სამშობლოს დღედ გამოცხადებას ითხოვს