“ეს არის ძალიან მკაფიო განცხადება რომელიც “რუსთავი 2-ის” შემთხვევას ხდის როგორც ლაკმუსის ტესტს”

რუსთავი 2-ის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, პოლიტოლოგები მკაცრ და ცალსახა განცხადებად აფასებენ. მათ მიაჩნიათ, რომ შტატების გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი მნიშვნელოვანია.

„დიპლომატიური ენა ვისაც ესმის, ეს არის ძალიან მკაფიო და ძალიან ცალსახა განცხადება, რომელიც რუსთავი 2-ის შემთხვევას ხდის როგორც ლაკმუსის ტესტს,“-აცხადებს ვახტანგ ლეჟავა.

შტატებში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ხათუნა ლაგაზიძეც.

„საქართველოს ხელისუფლებისთვისაც თავისუფალი მედია და რუსთავი 2-ის შენარჩუნება იმ ფორმატში, რა ფორმატშიც ის დღეს არის, იქნება იმის დადასტურება, რომ ის ძალიან კარგად ხედავს რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, ხელისუფლებაში საკუთარი თავის შენარჩუნებისთვის, სწორედ რუსთავი 2-ის არსებობა,“-აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

 

banner
წინა სტატიაშიეკა ხერხეულიძე: “ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეყოლება ახალი თავმჯდომარე, რადგან პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ახალი მოადგილეების დანიშვნას ხელი მოაწერა