ეს არის ძალიან ბევრ რამეზე დამოკიდებული – მელია მერობის კანდიდატობაზე

“ძალიან ადრეა, ეს არის ძალიან ბევრ რამეზე დამოკიდებული, ჯერ ერთი მე მინდა გავიგო და დავრწმუნდე იმაში, რომ ეს კამპანია, რომელიც კარსმომდგარია, იქნება გამარჯვების კამპანია. მე შემიძლია გითხრათ რა შემთვევაში არ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, იმ შემთხვევაში თუ ეს არ იქნება უბრალოდ კამპანია, რომელმაც შედეგი უნდა მოიტანოს. თუ ეს უნდა იყოს კამპანია კამპანიისთვის, შედეგს არ მოიტანს. არავინ არ უნდა მოვატყუოთ, საზოგადოების არცერთი ჯგუფი და ნაწილი, რომ მჭიდრო კოორდინაციის გარეშე მივაღწევთ შედეგს არჩევნებში, რომელიც თვისობრივად განსხვავდება საპარლამენტო არჩევნებისგან, ჩვენ ხომ არ მოგვიპოვებია ჯერ პროპორციული არჩევნები, სადაც თითოეული ხმა მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ ერთმანეთს ვეპაექროთ. თუკი ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით და ძალები გაერთიანდა იმიტომ, რომ სხვა გზა არ იყო, ახლაც ვერ ვხედავ სხვა გზას, იმიტომ რომ შედეგი მიუღწეველია. რაც არ უნდა ისაუბრონ კოლეგებმა, რომ დაქსაქსულობა არის შედეგის მომტანი, მე ვეცდები, დავარწმუნო ისინი, რომ ეს ასე არ იქნება. მას შემდეგ რაც ყველა მათგანთან ამოვწურავ კონსულტაციებს და გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან”- ამბობს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, ჟურნალისტის შეკითხვაზე იქნება თუ არა ის თბილისის მერობის კანდიდატი.

banner
წინა სტატიაშიყაზანის სკოლაში სროლის შედეგად მინიმუმ ცხრა ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან სოფელ ნალეფსაოს მოსახლეობა შეიკრიბა (ვიდეო)