“ეს არის ძალადობა საკუთარ ხალხზე… ცხვირს მოიტეხავთ! აქცია ჩატარდება და ბევრად უფრო მკაცრი იქნება”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამართალდამცავებს მოუწოდებს 06:00 საათამდე გაათავისუფლოს ყველა ის პირი, რომლებიც აქციაზე დააკავეს. ზაალ უდუმაშვილის თქმით დეპუტატების გარდა, დაკავებულია ათეულობით ადამიანი, რომელთა ზუსტ სიას პარტია ახლა ადგენს. რაც შეეხება დეპუტატების აყვანას, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ მათ იცავს იმუნიტეტი, ისინი სამართალდამცავებმა კანონის დარღვევით და ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს.

„ათი ადამიანი ურტყამდა ნიკა მელიას და ისე ტენიდნენ მანქანაში,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ენმ-ს წევრის თქმით აქცია რუსთაველის გამზირზე 06:00 საათზე მაინც გაიმართება და ის უფრო მკაცრი იქნება.

„ეს ძალადობა არის საკუთარ ხალხზე, ცხვირს მოიტეხავთ! აქცია ჩატარდება და ბევრად უფრო მკაცრი იქნება ეს აქცია. ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ ხელისუფლება გადავიდა ძალადობაზე,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოითხოვენ, პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეების კუთვნილი კარვები დატოვონ
შემდეგი სტატიასამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვებს შლიან