“ეს არის დუელი, როდესაც იარაღს ივანიშვილი ირჩევს, მასზეა დამოკიდებული, რამდენად სწორ ნაბიჯებს გადადგმას”

“ივანიშვილი არის ყველა პრობლემის სათავე ამ ქვეყანაში, ამ ადამიანის მოშორება შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ ერთობით,” – ეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.

ახალდაფუძნებული ”გამარჯვებული საქართველო-ს” საინიციატივო ჯგუფის წევრი ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედვას. ოქრუაშვილი ამბობს, რომ ახალი მოძრაობის შექმნა სწორედ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას ეფუძნება.

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილება ქვეყანაში არჩევნების გზით უნდა მოხდეს და ამისთვის ახალშექმნილი პოლიტიკური ძალა ყველაფერს გააკეთებს.

„ქვეყანაში არის ანომალიური მდგომარეობა ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად და ამან შეგვყარა ყველა ერთად. შესაბამისად, ჩვენი ამ შემადგენლობით გვინდა, გარკვეული სახის გზავნილი გავუგზავნოთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ ადამიანს, რომ ჩვენ ამ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, გვერდზე გადავდეთ ეს ყველაფერი და ვიკრიბებით ერთად იმისთვის, რომ ქვეყანა ამოვიყვანოთ ამ ჭაობიდან. გვინდა, ძალიან ბევრ ადამიანთან გამოვნახოთ საერთო ენა ამ თემაზე და მათთან მივაღწიოთ ერთობას იმისთვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. ივანიშვილი არის ყველა პრობლემის სათავე ამ ქვეყანაში. ამ ადამიანის მოშორება შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ ერთობით. ამიტომ „ძალა ერთობაშია“ იქნება გამაერთიანებელი ლოზუნგი თითოეული ჩვენგანისთვის,” – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

ახალდაფუძნებული ”გამარჯვებული საქართველო-ს” საინიციატივო ჯგუფის წევრი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დამარცხებაში დარწმუნებულია.

“ჩვენ მომხრე ვართ, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ასე. მაგრამ, ეს არის ის დუელი, როდესაც იარაღს ირჩევს ბიძინა ივანიშვილი, მასზეა დამოკიდებული, რამდენად სწორ ნაბიჯებს გადადგმას ამ ცვლილებებისთვის. მან უნდა გადაწყვიტოს, ის მშვიდობიანად დათმობს ხელისუფლებას თუ მის სასახლეში ხვალ გაიხსნება ერთ-ერთი ქართული უნივერსიტეტი. ქართველ ხალხთან ჭიდაობა არასდროს არავის არ გასვლია, არც ერთ ხელისუფლებას,“ – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პოლიტიკურმა პარტიამ სწორი სახელი შეარჩია”-გოჩა მირცხულავა
შემდეგი სტატია“ივანიშვილს აქვს აკვიატება, რომ პოლიტიკოსების ინკუბატორი გააკეთოს და ვნახოთ, ვის გამოჩეკავს” – “გამარჯვებული საქართველო” ხელისუფლების შეცვლას აპირებს