„ეს არის დავა ორ კერძო კომპანიას შორის” – პრემიერი “ჯორჯია ეარვეისის” და აეროპორტების მმართველ კომპანიას შორის დაპირისპირებას ეხმაურება

„ეს არის დავა ორ კერძო კომპანიას შორის,“-ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი “ჯორჯიან ეარვეისის” და აეროპორტების მმართველი კომპანიის ტავ ჯორჯიას შორის დაწყებულ დაპირისპირებას.

“ჯორჯიან ეარვეისი” თბილისის აეროპორტის მმართველ კომპანია “ტავ ჯორჯიას”, კაბალური პირობების შექმნაში ადანაშაულებს და ქართული ავიაციის განადგურებაში სდებს ბრალს. კომპანია ხელისუფლებისგან “ტავ ჯორჯიასთან” გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ დავასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ეკონომიკის სამინისტრო.

„ ბუნებრივია საქმე ეხება ძალიან სენსიტიურ სექტორს. მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს ეკონომიკურ სტრატეგიაში. რომ საქართველო გახდეს რეგიონალური ცენტრი და მათ შორის ბუნებრივია ეს გულისხმობს ავიაგადამზიდებს, მისი გადაზიდვების ზრდას. ჩვენ გვჭირდება მეტი პირდაპირი რეისები მათშორის ევროპის დედაქალაქებში. რაც შეეხება კონტრაქტის გადახედვას არსებობს კონტრაქტი სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის. ეს სხვა მსჯელობის საკითხია მაგრამ სტრატეგია რომელიც აქვს შემუშავებულ ეკონომიკის სამინისტროს მე ვფიქრობ რომ ის ყველა კომპანიის ინტერესშია რომელიც ფუნქციონირებს ამ ბაზარზე,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი
შემდეგი სტატია2019 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო