,,ეს არის დაუსჯელობის სინდრომი,რაც გაუჩნდათ სეპარატისტებს”-პაატა დავითაია

სოფელ ჩორჩანას საგუშაგოსთან განვითარებულ მოვლენებს პაატა დავითაია “თაიმერთან” კომენტარში ეხმაურება. დავითაიას თქმით, სეპარატისტების მხრიდან ვითარება იძაბება ,რაზეც ხელისუფლებას მყისიერი რეაგირება უნდა ჰქონდეს. დავითაიას განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან დათმობილი პოზიცია, ოკუპაციასთან საკმარისი აღარ არის.

პრემიერის დღევანდელი განცხადება საზოგადოების დაპირისპირებისაკენ მოწოდებას გავდა,,ჩვენ ვხედავთ,რომ რეალურად იძაბება სიტუაცია სეპარატისტების მხრიდან, ის ულტიმატუმები, რასაც უყენებენ ქართულ მხარეს არის ყოვლად მიუღებელი.ეს არის ის დაუსჯელობის სინდრომი,რაც გაუჩნდათ სეპარატისტებს. ხელისუფლება ცდილობს მშვიდობით,დათმობითი პოზიციებით მოაგვაროს ურთიერთობები,ჩვენ ვხედავთ რომ ეს პოზიციები აღარ ჭრის.

მოვუწოდებ ხელისუფლებას შეიმუშავოს სტრატეგიული გეგმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, შეიმუშავოს მიდგომები მცოცავ ოკუპაციასთან და იმ პროვოკაციასთან , რაც ახლა მზადდება .ხელისუფლებამ არ უნდა იმოქმედოს სპონტანურად, არ უნდა მოხდეს დათმობა. კიდევ უნდა დაემატოს ბლოკპოსტები მთელ პერიმეტრზე. ჩვენმა მტერმა უნდა იცოდეს, რომ ქართული სახელმწიფოს დასაცავად ყველა იქნება ერთიანი. ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, მტერმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ყველა დავდგებით ქვეყნის დასაცვად,თუ ვინმე ულტიმატუმებით გვემუქრება.“-აცხადებს საქართველოს ევროპული დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია “თაიმერთან” საუბარში.

29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვა, რომ 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე აიღოს ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგო. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ წნელისს ესაზღვრება

ავტორი:გვანცა სანაია

banner
წინა სტატიაში„ჩორჩანას გარშემო შექმნილი სიტუაცია და შეხვედრაზე გამოყენებული კონფრონტაციული ენა, მიუღებელია
შემდეგი სტატიაგოჩა მირცხულავა: უნდა მივხვდეთ – მტერი მტერია, გინდა რუსი დაუძახე, გინდა ოსი და გინდა აფხაზი