“ეს არის დასამარება პროკურატურის” – ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

ე.წ. კაბელების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ამ წუთებში კომპანია დელტა კომის ფინანსური დირექტორის დაკითხვა მიმდინარეობს. მანამდე კი დარბაზში კითხვები დაუსვევს თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ლექსო ბატიაშვილს, რომელიც კურირებდა ამ პროცესს. მისი თქმით სილქნეტთან გაფორმებული ხელშეკრულება მომგებიანი იყო.

“350 000 იყო მოლაპარაკების საგანი თვეში დელტაკომის, სილქნეტის შემთხვევაში აქ იყო 1000 ლარი. სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს აქ სჭირდებოდა ქსელის შექმნა და კავშირის დამყარება ყველა ქვედანაყოფთან. ზოგმა წარმოადგინა ერთი, ზოგმა ორი და ზოგმა მეტი. შესაბამსიად ეს კომპეტენტურმა სამსახურებმა შეისწავლეს და რომელიც ჩათავლეს საჭიროდ მიიღეს ის გადაწყვეტილება,“ -განაცხადა ლექსო ბატიაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის ირაკლი ალასანაის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სასამართლოს დასრულების შემდეგ დადასტურდება ხუთივე ადამიანის უდანაშაულობა.

“პროკურატურა იქცეოდა დელტაკომის ადვოკატებივით, ანუ საშინლად არ უნდოდა თუნდაც სხდომის დახურვაც და არ უნდოდათ ამ დეტალების სიღრმეში შესვლა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის დასამარება პროკურატურის და დარწმუნებული ვარ სასამართლო საბოლოოდ, რომ დასრულდება სწორედ შეაფასებს უველა არგუმენტს, რაც იყო წარდგენილი და დადასტურდება ის, რაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ხუთი ადამიანი არის აბსოლუტურად უდანაშაულო“ – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

ამავე თემაზე კომენტრაი გააკეთა პროკურმა ნინო აღლემაშვილმა. რომელიც აცხადებს, რომ სხვა კომპანიები მიზანმიმართულად იყვნენ შეყვანილი შეცდომაში.

“თავდაცვის სამინისტროს არ აქვს ოფიციალური დოკუმენტები იმასათან დაკავშირებით, ამ ტიპის მომსახურეობას რასაც სილქნეტი უწევს თავდაცვის სამინისტროს ხელშეკრულების საფუძველზე, რა ფასად მიიღებდა ის სხვა კომპანიებისგან, რადგან სხვა კომპანიები შეცდომაში იყვნენ შეყვანილი მიზანმიმართულად. მათ კითხეს სრულად მაგისტრალის ფასი საბოლოდო კი სილქნეტისგან მიიღეს წვერები“ – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.

ადვოკატ სოსო ბათირიშვილის თქმით, არცერთ დოკუმენტში არ წერია, რომ მათ სურდათ მაგისტრალის შესყიდვა.

banner
წინა სტატიაში“არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ სანქციების მოხსნა,” – მიხეილ სააკაშვილი რუსეთზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებები, რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული”