ეს არის დამღა პირადად ივანიშვილის და ქვეყნის ზურგზე-გოცირიძე ევროპარლამენტის ანგარიშზე

ეს არის დამღა პირადად ივანიშვილის და ქვეყნის ზურგზე-ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე, ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოში განვითარებული მოვლენების კრიტიკას. მისივე თქმით, ყველა ამ ქმედებას ივანიშვილისადმი სანქციები მოჰყვება.

„რა თქმა უნდა, ევროპარლამენტის კრიტიკა იყო უმწვავესი და როდესაც ქვეყანას მოიხსენიებ ისეთ სახელმწიფოდ, სადაც არ არსებობს სასამართლო, სადაც სერიოზული პრობლემებია სასამართლოში, უზურპირებულია სასამართლო ხელისუფლება და რომელიც გამოყენებული პოლიტიკური დევნისათვის, შემდეგ მას მოსდევს პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება და შემდეგ პოლიტპატიმრების არსებობა, ეს არის უმძიმესი ვერდიქტი. ეს არის დამღა პირადად ივანიშვილის და ქვეყნის ზურგზე. პოლიტპატიმარი თუ გყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამას რაღაც უნდა მოჰყვეს და მოჰყვება ის, რასაც უკეთებენ ხოლმე დიქტატორებს და უზურპატორებს – პერსონალური სანქციები და ბევრი სხვა“, -განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგანმუხური- ოკუპირებული ფიჩორის საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი : ზურაბიშვილმა დაადასტურა, მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან ოცნების სპიკერები