ეს არის, ცხადია, უსამართლობა და უკანონობა-ოდიშის“ ჟურნალისტი, ლევან თორია მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობს

ტელეკომპანია „ოდიშის“ ჟურნალისტი, ლევან თორია, რომელიც სანდრა რულოვსზე მომხდარი თავდასხმის დროს ძალადობის მსხვერპლი თავად გახდა, პასუხისგებაში მისცეს.

ჟურნალისტს გამოძიება ძალადობის მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტს.

„ოდიშის“ გადამღები ჯგუფი გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატთან, სანდრა რულოვსთან წერდა ინტერვიუს, როცა მას თავს დაესხნენ. პასუხისგებაში მიცემულია დაპირისპირების მონაწილე კიდევ ერთი პირი, რომელსაც ჯგუფურად ორი პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავებიან.

ლევან თორიას ამბობს, რომ ის უსამართლობის მსხვერპლია.

„ორ დღეში უკვე საქმე გამოიძიეს, მაშინ, როდესაც ჩემზე თავდასხმა 4 წლის წინ დღესაც გამოუძიებელია და რაც შეეხება ძალადობის მუხლით ჩემს წინააღმდეგ საქმის აღძვრას, ეს არის, ცხადია, უსამართლობა და უკანონობა. მაშინ, როდესაც ჩემს წინააღმდეგ და ჩემი სტუმრების წინააღმდეგ და გადაცემის ჩაშლა მოხდა, ფაქტობრივად, ასეთ პირობებში ჩემს საქმის აღძვრა და წარმოების დაწყება, ცხადია არის უსამართლობა და როგორ ის თავდამსხმელებიც იგივე მუხლით უნდა გაასამართლონ და მეც ზუსტად იგივე მუხლით აპირებენ ჩემს გასამართლებას,”-განაცხადა თორიამ.

ინციდენტი ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ჟურნალისტი დადიანების სასახლეში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატთან და ლიდერებთან საავტორო გადაცემას წერდა, როდესაც მას თავს ხუთკაციანი დაჯგუფება დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კანონიერი ქურდები დაშინების პროცესში ჩაერთნენ – ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის როლანდ გეგეჭკორის ძმას, ურთა-ცაიშის კონტროლი დაევალა
შემდეგი სტატია“ოდიშის” ჟურნალისტი, რომელსაც თავს დაესხნენ პასუხისგებაშია მიცემული – პოლიტიკოსები და უფლებადამცველები პოლიტიკური დევნის ნიშნებზე საუბრობენ