ეს არის ჩვენთვის კიდევ ერთი მაგალითი, რა ღრმა ორმოში ვართ ჩავარდნილები – ბოკერია კობახიძის განცხადებაზე

ქართველ პოლიტიკოსს, საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსს, უნდა ჰქონდეს რეაქცია იმ ძალიან მცდარ განცხადებაზე, რაც პრეზიდენტ მაკრონს ჰქონდა, თითქოს ომი უკრაინაში და პუტინის რუსეთის აგრესია პუტინის რუსეთისა არის ძმათამკვლელი ომი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ეს არ არის ძმათა მკვლელი ომი, ეს არის ბოროტების იმპერიის აგრესია თავისუფალი ერის, უკრაინის წინააღმდეგ.

„ეს ხალხი, ივანიშვილის მიერ შეკრებილი ბრბო, კობახიძის მეთაურობით ქვეყანას რომ არ მართავდეს, უბრალოდ, კომიკური იქნებოდა ეს ყველაფერი – ის, რომ კობახიძე ბაიდენსა და მაკრონს შორის არჩევს საქმეს და იძახის ფრაზას: არც ჩემთვის და არც მაკრონისთვის არ არის საკმარისი ბაიდენის განცხადებაო. ეს ხალხი მართავს ქვეყანას. ეს არის ჩვენთვის კიდევ ერთი მაგალითი, რა ღრმა ორმოში ვართ ჩავარდნილები, რომ ეს კაცი შეიძლება იყოს რაიმე გავლენის მქონე ამ ქვეყანაში. არანაირი პრობლემა არ არის მანამ, სანამ სამართლებრივად, სამართლებრივი ორგანოები საბოლოო შეფასებას გააკეთებენ პოლიტიკური შეფასება გააკეთო, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა, რომ ამას, რასაც ბოროტების იმპერია უკრაინაში აკეთებს, შენ ხედავ როგორც გენოციდს, როგორც მე ვხედავ, მაგრამ კობახიძეს ამის გაკეთება არ უნდა, მაკრონს ეფარება როგორც ავტორიტეტს მისთვის და თუ რამეზე რეაქცია უნდა გვქონდეს ნორმალურ, ქართველ პოლიტიკოსს, საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსს, უნდა ჰქონდეს იმ ძალიან მცდარ განცხადებაზე, რაც ჰქონდა პრეზიდენტ მაკრონს, თითქოს ომი უკრაინაში და აგრესია პუტინის რუსეთისა არის ძმათამკვლელი ომი. ეს არ არის ძმათა მკვლელი ომი, ეს არის ბოროტების იმპერიის აგრესია თავისუფალი ერის, უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება
შემდეგი სტატიაუკრაინაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებთან ერთად ობიექტური მიზეზების გამო „ევროპელი სოციალისტები“ ვერ წავლენ – ინჯია