საპროტესტო აქცია, რომელის რუსტაველის გამზირზე 19:00 სააათზე დაიწყება, პარტია “გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდება.
ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქცია მათი ამომრჩევლის პირდაპირი დაკვეთაა და ბუნებრივია, მათ სურვილებს ყოველთვის შეასრულებენ.
აქციას აუცილებლად შევუერთდებით, რადგან ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ის რაც ჩვენს ამომრჩეველს სურს, ბუნებრივია, ჩვენ ამ სურვილებს ვასრულებთ. რაც შეეხება კარვებს- არის გამოხატვის ფორმა, რომელიც ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა. მე იმ ადამიანებს არ ვაკნინებ, ვისაც ეს გამოხატვის ფორმა მოსწონს, მე უბრალოდ ვიცი ჩვენი ამომრჩეველი და ვიცი, რა გამოხატვის ფორმა მოგვწონს და რა არა და ეს არ არის ის გამოხატვის ფორმა, რაზედაც ჩვენ ვგიჟდებით, მარტივად, რომ ვთქვათ“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.