ეს არის ჩემთვის რეპუტაციულად დამაზიანებელი – მოსამართლე ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოზე

“ეს არის ჩემთვის რეპუტაციულად დამაზიანებელი” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე საუბრობს.

საელჩოს აინტერესებს, რატომ მიიღეთ გამამტყუნებელი განაჩენიო. რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება დავუშვათ თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით. დაისვა საკითხი, რომ გამომდინარე არსებული ვითარებიდან, გამომდინარე რაღაც დუღილის ტემპერატურიდან და ზოგადად გადაწყვეტილებიდან, ამ ეტაპზე სასურველი არ იყო ჩემი ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა. მე ესე ვფიქრობ. ესეთი ტიპის კომუნიკაცია, ესეთი ფორმით ურთიერთობა სასამართლოსთან მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად შეიცავს სურვილს, ზეგავლენა მოახდინოს სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

ჩემი შეფასებით, ეს არის, პირდაპირ თუ ირიბად ზეწოლის მოხდენის მცდელობა სასამართლო გადაწყვეტილებაზე. კვლავაც თემაა, მუდმივად, სანქცირების, სანქცირების, არ დასრულდა ეს თემა. როდესაც ერთი განცხადებით, ერთი წინადადებით, საელჩოს, ეს ელჩი იქნება თუ ნებისმიერი წარმომადგენელი, ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ჩემთვის რეპუტაციულად დამაზიანებელი. პასუხის გაცემა, მე ხომ არ ვითხოვ, არის ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული? ამ მოცემულობასაც მივიღებ, – ამბობს ლაშა ჩხიკვაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველო მიიღებს, რასაც დაჰპირდნენ და იმავეს ველოდებით საქართველოსგან, რომ შეასრულებს ყველაფერს, რაც აუცილებელია პროცესში წინსვლისთვის – ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო
შემდეგი სტატიაუკრაინაში სეპარატისტების მიერ ტყვედ აყვანილი ბრიტანეთის მოქალაქე პოლი ურეი გარდაიცვალა