ეს არის აშკარა დაშინება და სიგნალი ყველასთვის – ასე მოუვა ყველას ვინც სამართლიანად დაუპირისპირდება სისტემას – ტიტე გედენიძე

„ეს არის აშკარა დაშინება და სიგნალი ყველასთვის – ასე მოუვა ყველას ვინც სამართლიანად დაუპირისპირდება სისტემას“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ოგრანიზაციის წევრმა ტიტე გედენიძემ, ლაზარე გრიგორიადისის განაჩენთან დაკავშირებით

ტიტე გედენიძის განცხადებით – „დავიწყებ იმით, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან აშკარა დაშინება, არამარტო ლაზარესი, არამედ ყველა ჩვენგანის. ეს არის სიგნალი ყველასთვის, რომ ასე მოუვა ყველას ვინც სამართლიანად დაუპირისპირდება სისტემას.
ლაზარე მარტო არ იდგა იმ დღეს, იმ დღეს საქართველოს დასაცავად და ხელისუფლების წინააღმდეგ იდგა ათი ათასობით ქართველი ახალგაზრდა, სტუდენტობა, ქართველი ხალხი.
საქართველოს ხელისუფლებას არ შერჩება მსგავსი ქმედებები. ჩვენ რა თქმა უნდა მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ ქალბატონ პრეზიდენტს, რომ იმოქმედოს ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.
ეს ინტერესი კი არის ის, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა მოქალაქე, ყველა ადამიანი დღეს უნდა იყოს გარეთ!“-განაცხადა ტიტე გედენიძემ

banner
წინა სტატიაშიროდესაც ასეთი ხელისუფლება გყავს, მოსალოდნელია მისგან რუსული კანონებიც და ამ კანონის გამპროტესტებელი ახალგაზრდების ციხეშიც გაშვება – ჯავახიძე
შემდეგი სტატიასწო­რედ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი ყო­ფი­ლა ჩემი შვი­ლის დახ­ვრე­ტა – ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა