“ეს არის აშკარა და ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური დევნა” – რატიანი სააკაშვილზე

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ხელისუფლება მიმართავს კვლავ პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკურ დაპატიმრებებს, – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას:
“ეს არის აშკარა და ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური დევნა. სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ხელისუფლება მიმართავს კვლავ პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკურ დაპატიმრებებს, პოლიტიკურ ძალადობას. ეს ყველაფერი აფერხებს ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად, ვნებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს”, – განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიფოთში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაარის თუ არა ეს, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინული პოლიტიკის დასასრული?