ეს არის არა სამხედრო გადატრიალება, არამედ სამართლიანობის მარში – პრიგოჟინი

“დილის რვის ნახევრიდან როსტოვის ყველა სამხედრო ობიექტს, აეროდრომის ჩათვლით, ვაკონტროლებთ, მაგრამ საბრძოლო დავალებებზე მფრენ თვითმფრინავებს ხელს არ ვუშლით, აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენს პოზიციებზე არ დაარტყან;

ვბლოკავთ როსტოვს, მივდივართ მოსკოვისკენ,

დაკარგულია უზარმაზარი ტერიტორია, არის დღეები როცა დანაკარგი ათას სამხედრომდე ადის, მოკლულების, დაჭრილების, უგზო-უკვლოდ დაკარგულების, ბრძოლაზე უარის მთქმელი ბიჭების სახით, რომლებსაც სხვა გამოსავალი არა აქვთ, რადგან არ არის მართვა, საბრძოლო მასალები.

სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის ხელმძღვანელი და თავდაცვის მინისტრი როსტოვიდან სამარცხვინოდ გაიქცნენ.

ჩვენ გვიერთდებიან მეომრები, უკვე 60 კაცამდე შემოგვიერთდა, არმიის ნახევარი მაინც, მზად არის გამოგვყვეს.

ეს არის არა სამხედრო გადატრიალება, არამედ სამართლიანობის მარში.

უკვე ჩამოვაგდეთ ორი ვერტმფრენი, მათ შორის, მოსკოვის ტრასაზე.” – აცხადებს ევგენი პრიგოჟინი.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებ მთავრობას, მოიწვიეთ უსაფრთხოების საბჭო, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან – გახარია
შემდეგი სტატიასამხედროების ნაწილი მოტყუებითა და მუქარით ჩართეს შეიარაღებულ აჯანყებაში…ყველა დამნაშავე გარდაუვალ სასჯელს მიიღებს – პუტინი