“ეს არის ამაზრზენი”- პროკურატურა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების სკანდალს გამოეხმაურა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე ადასტურებს, რომ უწყებამ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუმცა რა ეტაპზეა ამ დროისთვის აღნიშნული საქმე პროკურორის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია. გოგაძის თქმით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის პასუხი უმკაცრესი იქნება:
„პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რა ეტაპზეა მართალი გითხრათ არ მაქვს ინფორმაცია. პასუხი იქნება უმკაცრესი, იმიტომ რომ ეს არის ამაზრზენი და ამორალური დანაშაული, შესაბამისად ისტორიამაც აჩვენა, რომ ჩვენ ამ დანაშაულის მიმართ ვიქნებით უმკაცრესი,“- განაცხდა გოგაძემ.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიასოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვია