„ეს არის ამ ქვეყნის გამორჩეული პრეზიდენტის ისტორია, რომელიც გადატანილია ფურცლებზე და 26 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თავისუფლებაზე მყოფი მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო მეტს ეტყვის ქართველ ხალხს.“ – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ
დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, თბილისში, სასტუმრო კოპალაში, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები , ასევე მიშა ანთაძე, ქეთი ქურდოვანიძე, გია ბუღაძე და სხვადასხვა ცნობადი სახეები დაესწრნენ;
ლევან სანიკიძის განცხადებით – „მთელი საქართველოს მასშტაბით ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციას. ეს არის ნამდვილად გამორჩეული წიგნი, პატიმრობაში დაწერილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მემუარების გაგრძელება, სადაც ჩვენ მიხეილ სააკაშვილისგან ვკითხულობთ არაერთ მნიშვნელოვან გზავნილს ამ ქვეყნის მომავალთან, ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. აქ არის უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები რეფლექსიასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს გააზრებული აქვს ის შეცდომები და ნაკლოვანებები, რაც მისი ხელისუფლების დროს იყო, მათ შორის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის ძალიან ძალიან საინტერესო წიგნი, სადაც ჩვენ უამრავ ახალ ფაქტს ვიგებთ, მათ შორს იმ მნიშვნელოვან დიპლომატიურ ფაქტთან დაკავშირებით, რასაც მიხეილ სააკაშვილი წლების განმავლობაში აწარმოებდა, მისი უკრაინული ამბები. ეს არის ამ ქვეყნის გამორჩეული პრეზიდენტის ისტორია, რომელიც გადატანილია ფურცლებზე, ყველას ვურჩევ ამ წიგნის წაკითხვას, მაგრამ რაც მთავარი, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ 26 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თავისუფლებაზე მყოფი მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო მეტს ეტყვის ქართველ ხალხს.“ – განაცხადა ლევან სანიკიძემ


















