ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების შიში, რომ უტევს ყველას, ახლა უტევს პერსონალურად ნიკა გვარამიას – დავით ბერძენიშვილი

„ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების შიში, რომ უტევს ყველას, ყველას, ყველას. უტევს ახლა „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, უტევს პერსონალურად ნიკა გვარამიას და ემუქრება მას,“ – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „კურიერს“ განუცხადა.

ის ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა. დავით ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრა.

„ეს ლოგიკაში არ ჯდება, მას მეორე და მეშვიდე ნაბიჯი გათვლილი არ აქვს. მან ვერ ისწავლა საზოგადოებასთან ურთიერთობა. მან ისწავლა ჭადრაკში ერთი სვლა – E2, E4, მეტი ვერ ისწავლა, ვერც პოლიტიკაში ურთიერთობები, ვერც მედიასთან ურთიერთობები. მას მიაჩნია, რომ ამ რეპრესიული მანქანით და სიცრუის მანქანით, ის გააკონტროლებს ვითარებას და ამომრჩევლის ნაცვლად, მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში. ტყუილია ეს, არ გამოუვა,“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიყალბი მართვის მოწმობის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა