” ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს პირადი ინტერესი იმყოფებოდეს იქ, სადაც არის, ანუ მმართველი ძალის სათავეში”

“ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ინტერვიუ მთლიანად გვაჩვენებდა იმას, რაც არის და ვინც არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს პირადი ინტერესი იმყოფებოდეს იქ, სადაც არის, ანუ მმართველი ძალის სათავეში და ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი არის, სახელმწიფოს სწრაფი განვითარება, იმ პირობებში, რა პირობებშიც რაშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება.

ეს არის ოკუპაცია და ეკონომიკური პრობლემები და დასაქმება, რომელზეც იყო საკმაოდ სიღრმისეული და მასშტაბური საუბარი ამ ინტერვიუს დროს. და ბოლოს მნიშვნელოვანი აქცენტი გახლდათ, ის რომ კედელზე რტყმას აზრი არ აქვს, დროა, რომ პარტიებმა არჩევნებზე იზრუნონ და ვერანაირი ხელშეშლა ვერც მთავრობის და ვერც პარლამენტის ფუნქციონირებაში, ეფექტური ვერ იქნება, რაც მალე გავიგებთ ამას ყველა ერთად, ეს ქვეყნისთვის იქნება უკეთესი. ”-თეა წულუკიანი

banner
წინა სტატიაში„ივანიშვილი თათარასავით ავლებს თავის მინისტრებს ყველაზე უფრო საზიზღარ მასაში “
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებენ