“ეს არჩევნები დემოკრატიულად არ უღიარებია საერთაშორისო თანამეგობრობას” – სალომე სამადაშვილი

„თქვენ ითხოვთ, რომ ჩვენ ვაღიაროთ არჩევნების შედეგები, მაშინ, როდესაც ეს არჩევნები დემოკრატიულად არ უღიარებია საერთაშორისო თანამეგობრობას,” – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამდაშვილმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

სამადაშვილმა არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ ისაუბრა და პარალალელი გაავლო 1960 წელს შრილანკაში ჩატარებულ არჩევნებთან, როდესაც პარტიამ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ დანიშნა ქალი ლიდერად.

„მე, პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, რომ საქართველოს ჰყავდეს დემოკრატიული გზით არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი, მარგამ, სამწუხაროდ, ერთადერთი ანალოგია, რომელიც ქალბატონი ზურაბიშვილის შეთხვევაში გვახსენდება, არის პირველი სახელმწიფოს ლიდერი ქალი მსოფლიოში, შრილანკაში, 1960 წელს დანიშნული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, საკუთარი პარტიის მიერ. სწორედ ასეთია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო დანიშნა საქართველოს პრეზიდენტად,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, საქართველოს წლების განმავლობაში რეფორმატორის სტატუსი ჰქონდა, რომელმაც ყველაზე წარმატებით შესძლო დემოკრატიული რეფორმების განხორციელება რეგიონში. თუმცა, სამადაშვილის თქმით, საქართველოს ეს სტატუსი, ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა გაანადგურა.

„როგორც ჩანს, დღეიდან, ჩვენი მეზობელი სომხეთი იქნება ლიდერი დემოკრატიის კუთხით რეგიონში,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წერის თქმით, ისინი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

„თქვენ ითხოვთ, რომ ჩვენ ვაღიაროთ არჩევნების შედეგები, მაშინ როდესაც ეს არჩევნები დემოკრატიულად არ უღიარებია საერთაშორისო თანამეგობრობას. ქართულმა ოცნებამ არჩევნები აქცია ძალადობად საკუთარ ხალხზე,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტში ცოტა ხნის წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

 

https://youtu.be/nzZWvgRb1MM

banner
წინა სტატიაში“გამოდი, უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა!” – ხელჩართული დაპირისპირება ირმა ინაშვილსა და ნიკა მელიას შორის (ვიდეო)
შემდეგი სტატია“ამ დარბაზში ვხედავ რამდენიმე კრიმინალს – ირაკლი კობახიძე ერთი და მეორე ენზელ მკოიანი” – ნიკა მელია უმრავლესობის წევრებს მიმართავს