ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილს უკვე წაგებული აქვს, აუცილებლად მოხდება ხელისუფლების ცვლილება – ბოკუჩავა

ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილს უკვე წაგებული აქვს, აუცილებლად მოხდება ხელისუფლების ცვლილება – ამის შესახებ განცხადება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, “მთავარ არხთან” საუბრისას გააკეთა.

“ჩვენ, როგორც ამ შეხვედრებზე აღვნიშნე, ეს პოზიცია გვქონდა ჩვენ თავიდანვე, რომ ნებისმიერი კონფიგურაციით, იქნება ეს კოალიციების დაშვება თუ აკრძალვა. იქნება ეს, 20%-იანი ბარიერი, თუ 3%-იანი ბარიერი, იმ მთავარ მონაპოვარს, რაც უპირველსად არის, საზოგადოების, პროტესტანტების, ახალგაზრდების სრული ოპოზიციური სპექტრის მონაპოვარი, რაც ითვალისწინებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ამას ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერი კონფიგურაციით.

ხელისუფლებას, რომელსაც ასეთი მოდელირებული კონფიგურაციის შექმნა უწევს, რომელიც ვიხილეთ ამ 3 საკონსტიტუციო განხილვაზე, უკვე დასრულებულია. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ კოალიცია იქნება თუ არა, რა ბარიერი მოუწევს. ეს არჩევნები ბიძინა ივანიშვილს უკვე წაგებული აქვს, აუცილებლად მოხდება ხელისუფლების ცვლილება”,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ყანდაურაში – სასამართლო სხდომა, ბრალდების მხარის მოწმეების განხილვით გაგრძელდება
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძის მოძრაობა პარლამენტს მოუწოდებს “არალეგიტიმური პროცესის” შედეგად შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს