24.9 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

„ეს არავინ იცოდა?“ – ბურჯანაძის კრიტიკული კითხვები პოლიციის განყოფილებებში შესაძლო ძალადობის შესახებ

“შსს-ს მიხედვით პოლიციის განყოფილებაში შეიძლება ადამიანები აწამონ, რომლებიც ყვირიან და ეს არავინ გაიგოს? იმ განყოფილებას არ ჰყავს პასუხისმგებელი პირი? განყოფილებაში ხმა არ გადიოდა? ეს პირი ისე შეიყვანეს და გაიყვანეს, რომ არავინ პასუხისმგებელმა პირმა ეს არ იცოდა?
როგორ შეიძლება განყოფილებაში ვინმეს სცემონ და ეს არ იცოდეს ამ ერთეულის პასუხისმგებელმა პირმა? კამერები აყენია იქ.
2025 ანგარიშის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატმა შემთხვევითი შერჩევით შეარჩია 297 საქმე და აქედან 54-ში აღმოაჩინა რომ ადამიანს დაკავების ოქმში არ ეწერა დაზიანება, მაგრამ იზოლატორში შესახლებისას ჰქონდა დაზიანება. საიდან გაჩნდა ეს დაზიანებები?!” – წერს იურისტი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში და TV პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ პოლიციის განყოფილებებში პოლიციელები მოქალაქეებს სცემენ და სადისტურად ეპყრობიან

banner
წინა სტატიაშილაშა ტყეშელაძე: “რა მუხლით ჰყავთ დაკავებულები ⁉️ დადონ მუხლი “
შემდეგი სტატია„2022 წელს ვინ იყო ხელისუფლებაში?“ – ინაშვილი პოლიციაში ძალადობის საქმეზე