ეს არამარტო ეკლესიის,არამედ ერის პრობლემა და სახელმწიფოს პრობლემაა- პატრიარქი

patriarqi

ფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას, რათა ხალხი დამშვიდდეს,- განაცხადა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა პრეზიდენტთან და სინოდის წევრებთან შეხვედრისას.

„საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა. ეს არის არამარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ერის პრობლემა და სახელმწიფოს პრობლემა, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში და ვფიქრობ, რომ თქვენ გრძნობთ ამის მნიშვნელობას. უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ, რა ხდება საქართველოში, ხოლო ჩვენ არა გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება. ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ, ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს სახელმწიფოსა და ეკლესიისა. ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას, რათა ხალხი დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს“, – განაცხადა პატრიარქმა.

banner
წინა სტატიაშისენსაცია – ტურინის უნივერსიტეტის მკვლევარი 25 წლის ქართველი გოგონა გახდა
შემდეგი სტატიამამა გიორგი მამალაძე მკურნალობას კვლავ ჩაფიძის კლინიკაში განაგრძობს