“ეს არაა გასაკვირი იმ ბანდისგან, ვინც ამასწინათ ქართველთა გადასახლების და უცხოტომელთა ჩამოსახლების 410 წლისთავი აღნიშნა” – ამ შინაარსის წერილით ეხმაურება სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის ლიდერების განცხადებას ირანზე.
პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი “ოცნების” ხელისუფლების ანტი-ამერიკულ კურსზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მარიონეტული მთავრობა ამ განცხადებით ხელს იშვერს ამერიკისა და ისრაელისკენ.
“ივანიშვილის მარიონეტული მთავრობის განცხადება ირანზე, გამსჭვალულია ანტი-ამერიკული სულისკვეთებით, აშკარად ამერიკაზე და ისრაელზე ხელის გაშვერით.
“მთავრობა” საუბრობს რეგიონში დესტაბილიზაციის წყაროზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მასობრივი მკვლელი აიათოლას გამო ღრმა მწუხარებაზე.
ეს არაა გასაკვირი იმ ბანდისგან, ვინც ამასწინათ ქართველთა გადასახლების და უცხოტომელთა ჩამოსახლების 410 წლისთავი აღნიშნა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.


















