ეს არაა ევროპის მხრიდან ზურგის შექცევა, ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნებიდან გადახვევაა – ზურაბიშვილი გერმანიის ელჩის გაწვევაზე

ეს არ არის ევროპის მხრიდან ზურგის შექცევა – ეს არის საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნებიდან გადახვევა, – ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გერმანიის მიერ ელჩის გაწვევას. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი ხალხი ევროპულ გზას ირჩევს.

„ეს არ არის ევროპის მხრიდან ზურგის შექცევა – ეს არის საქართველოს მთავრობის მხრიდან ხალხის ნებიდან გადახვევა. თუმცა, ქართველი ხალხი მაინც ირჩევს ევროპას, ყოველდღე, გამბედაობითა და იმედით“, – წერს ზურაბიშვილი.

გერმანიამ ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ბრალდებით პოლიციამ ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა
შემდეგი სტატიავახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით “მედიის ადვოკატირების კოალიცია” განცხადებას ავრცელებს