ეს არ უნდა იყოს რაღაცის დასასრული, ეს უნდა იყოს დასაწყისი. ამიტომ გაუმარჯოს საქართველოს – კაშია

“ეს არ უნდა იყოს რაღაცის დასასრული, ეს უნდა იყოს დასაწყისი. ამიტომ გაუმარჯოს საქართველოს და ძალიან დიდი მადლობა”, – ამ სიტყვებით მიმართა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ქომაგებს.

კაშიამ მადლობა გადაუხადა ქომაგებს და თქვა, რომ ბედნიერია, როცა გახარებულ ერს ხედავს.

თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ. იყო განსაკუთრებული რამდენიმე თვე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე გახარებულ ჩვენს ერს ვხედავ. მიხარია, რომ ამდენი სიამოვნება, ასეთი ემოციები მოვიტანეთ თქვენთან და თქვენი დამსახურებაა ძლიან დიდი, თქვენ მოგვეცით თავდაჯერება და ის სიყვარული, რაც გვაჩუქეთ, ამისთვის უსაზღვრო მადლობა. ეს არ უნდა იყოს რაღაცის დასასრული, ეს უნდა იყოს დასაწყისი. ამიტომ გაუმარჯოს საქართველოს და ძალიან დიდი მადლობა,“ – თქვა გურამ კაშიამ.

banner
წინა სტატიაშიკვეკვესკირი: გულშემატკივრებს და ჩვენს შორის არის ძალიან მაგარი სინერგია და ამისთვის მადლობას გიხდით
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების წევრები და ფედერაციის წარმომადგენლები დააჯილდოვა