“ეს არ უნდა გადატყდეს მხოლოდ კირკიტაძეზე, არამედ სხვებზეც, რომლებიც ამას აქეზებდნენ” – ნუკრი ქანთარია

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ნუკრი ქანთარია, თელავში დაანონსებული აქციის ჩაშლას და განვითარებულ მოვლენებს გადაცემა ,,არჩევანის” ეთერში აფასებს.

ქანთარიას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მიზანს ინაუგურაციის ჩაშლა წარმოადგენდა.

„პირველი, ალბათ, ის გაუხარდებოდა, რომ გაემარჯვა ვაშაძეს, რომელიც იყო მართლაც კა-გე-ბე-ს პირდაპირი შთამომავალი და წარმომავალი, ეს იქნებოდა სიხარული. მეორე სიხარული იქნებოდა, ალბათ, ის, რომ ინაუგურაცია ჩაეშალათ, ვგულისხმობ ენმ-ს და ამავდროულად, რასაკვირველია, თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელს. შემდეგ, ალბათ, იქნებოდა, სასურველი, რომ, თუ ვერ ჩაშლიდით, სკანდირების და ლანძღვის ფონზე ჩრდილი მიგეყენებინათ ამ ინაუგურაციისთვის და ბოლო ვარიანტი იყო, რომ ველისციხესთან ყოფილიყო 26 მაისის მსგავსი მაინც. არაფერი ამდაგვარი ვერ მოხდა და ახლა არის ამ ყველაფრის გამოძახილი,“ – განაცხადა ქანთარიამ.

ქანთარიას განცხადებით, გამოძიების შემდეგ კონკრეტული პირები პასუხისგებაში უნდა მიეცენ. მათ შორის, იყო აგრესია სამართალდამცავების და დეპუტატების მიმართ.

„ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა გადატყდეს მხოლოდ კირკიტაძეზე, არამედ სხვებზეც, რომლებიც ამას აქეზებდნენ და ამ ხალხს აყენებდნენ ასეთ მდგომარეობაში. შენ თუ გინდა დაუმორჩილებლობა, შენ თუ გინდა რევოლუციისკენ წასვლა, ერთი მხრივ, რევოლუციაზე და დამხობაზე ლაპარაკობ, რომელსაც ამსტერდამიდან გიკიჟინებენ და თან ესეც არ გინდა გააკეთო და თან ისიც არ გინდა, მაშინ თუ აკეთებდა კირკიტაძე, თუ შეგნებულად წავიდა, მას უნდა სცოდნოდა, რომ ამაზე პასუხს აგებს,“ – ამბობს ქანთარია.

banner
წინა სტატიაში“ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ბარიერი, რომ კომფორტში ეგრძნოთ საკუთარი თავი” – გიორგი ბოტკოველი თელავში აქციაზე
შემდეგი სტატიაგაერთიანებული ოპოზიცია-ჩვენს სახლებთან სულ დგას მანქანა,ჩვენს თანაგუნდელებს სახლებში უვარდებიან