17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

“ეს არ არის უბრალოდ სტიქია, ეს კორუმპირებული მმართველობის შედეგია”- გიორგი შარაშიძე თელავში მომხდარზე

თელავში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას პარტა “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი შარაშიძე გამოეხმაურა.

პოლიტიკოსის შეფასებით, პაპუაშვილის განცხადება, რომ უკანონო მშენებლობებს სტიქიასთან კავშირი არ აქვს, „უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურია”.

შარაშიძის განცხადების თანახმად, თელავში დატბორვის მთავარი მიზეზი მდინარის კალაპოტში განხორციელებული უკანონო მშენებლობებია. მისი თქმით, წყალდაცვითი ზონა წლების წინ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გასხვისდა.

“აქ ბრძანდებოდა შალვა პაპუაშვილი, რომელმაც სრულიად უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური რამ  განაცხადა, რომ უკანონო მშენებლობები შეიძლება პრობლემააო, მაგრამ ამას სტიქიასთან არანაირი კავშირი არ აქვსო.  დიდი ბოდიში, მაგრამ პირდაპირი კავშირი აქვს. ეს უკანონო მშენებლობები განთავსებულია პირდაპირ მდინარის კალაპოტში. აქ უნდა მოდიოდეს მდინარე. მდინარის წყალდაცვითი ზონაა, რომელიც 2012 წლის დეკემბერში გამგებელმა ზურაბ ყურაშვილმა გაყიდა. გარდა იმისა რომ ეს არის კორუფციული ინტერესი, ეს არის კანონის უხეში დარღვევა, რამაც გამოიწვია მდინარის კალაპოტის შევიწროება, მდინარის კალაპოტის შევიწროებამ კი გამოიწვია დატბორვა.

ერთადერთი რა შეფასებაც შეიძლება თელავში მომხდარს მიეცეს, ეს არის კორუმპირებული, სრულიად არაკომპეტენტური მმართველობის გამოხატულება. სტიქია ყველგან ხდება, მაგრამ სტიქიის შედეგებია განსხვავებული იმ ქვეყნებში, სადაც პასუხისმგებლიანი ხელისუფლებები არიან”,_ განაცხადა გიორგი შარაშიძემ “ფორმულასთან”.

 

 

banner
წინა სტატიაშილამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობა შეჩერდა
შემდეგი სტატიაგიორგი სიორიძე: თელავში პრევენციული სამუშაოებისთვის გათვალისწინებული 297 ათასი ლარი სხვა მიმართულებით დაიხარჯა