ეს არ არის საქართველოს მთავრობა – ეს არის ქართუ ბანკის მთავრობა

ნაციონალური მოძრაობის წევრმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა პრემიერობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს მთავრობის დაკომპლექტებაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გათვალისწინებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა და თქვა, რომ დღეს ქვეყანას ყავს, არა საქართველოს მთავრობა, არამედ ქართუ ბანკის მთავრობა, რომელიც მუშაობს ამ ბანკის წარმატებაზე და არა ქვეყნის წარმატებაზე.

დეპუტატმა ეს კითხვა ნაციონალურ მოძრაობასთან მთავრობის დამტკიცების მოსმენის დროს დასვა და დაინტერესდა აპირებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი გაუწიოს წინააღმდეგობა ბიძინა ივანიშვილს მომავალი მთავრობის კადრების შერჩევისას.

„მე ამას ვერ დავარქმევ საქართველოს მთავრობას, მას ჩვეულებრივად შეგვიძლია დავარქვათ ქართუ ბანკის მთავრობა, იმიტომ რომ პირადად თქვენ იყავით ქართუ ბანკის მართველი და შემდეგ გახდით პრემიერ მინისტრი. გვერდით გიზით ქუმსიშვილი, რომელიც თქვენი მოადგილე იყო ქართულ ბანკში. აჭარაში ვიცით ხაბაძე, რომელსაც უმაღლესი თანამდებობა უჭირავს – ის ქართუ ბანკის აჭარის ფილიალის მმართველი იყო. ასევე ვიცით, რომ მთავრობაში ყველას დაწინაურება ხდება იმის მიხედვით – ვის რა დამსახურება აქვთ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. მისი ორი დაცვის უფროსი ძალოვან უწყებებს ხელმძღვანელობენ, კიდევ ერთი მინისტრი ბატონი სერგეენკო მისი პირადი ექიმი იყო. ეს ქვეყანასაც ეტყობა, იმიტომ რომ ქართუ ბანკის მოგება გაიზარდა 1700-ჯერ და ქვეყანა გაღარიბდა. მთელი მთავრობა მუშაობს ქართუ ბანკის წარმატებაზე და არა ქვეყნის წარმატებაზე.“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ საქართველოში ვართ და ეკონომიკის პარამეტრები დოლარში არ განისაზღვრება”
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილსა და სუბელიანს შორის კამათი მოხდა