ეს არ არის ოკუპაციის ხაზი და გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის

ერთი მხრიდან ვხედავთ აყვავებულ თბილისს, სასტუმროებს, კურორტებს, ბედნიერ ხალხს, ინვესტორებს, ეკონომიკურ სვლას, უვიზო მიმოსვლასა და ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ხოლო მეორე მხარეს ვხედავთ ცრემლს, ადამიანის უფლებების დარღვევას და მათ არ აქვთ სამედიცინო დახმარების უფლება – ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განუცხადა, რომელმაც ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ზოლი მოინახულა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის საოკუპაციო ხაზს იმ მიზნით ესტუმრა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ უკრაინის მკაფიო მხარდაჭერა განაცხადოს.

“ეს არ არის ოკუპაციის ხაზი და გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულსა და მომავალს შორის. მოქალაქის თვალებს შეხედეთ, ეს რუსეთის აგრესიიის შედეგია. ერთი მხრიდან ვხედავთ აყვავებულ თბილისს, სასტუმროებს, კურორტებს, ბედნიერ ხალხს, ინვესტორებს, ეკონომიკურ სვლას, უვიზო მიმოსვლასა და ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ხოლო მეორე მხარეს ვხედავთ ცრემლს, ადამიანის უფლებების დარღვევას და მათ არ აქვთ სამედიცინო დახმარების უფლება. ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა, რომ როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, ვიქნები არა მხოლოდ თბილისსა და ბათუმში, არამედ აქ ვარ, რათა ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პეტრო პოროშენკომ აქცენტი რუსეთის აგრესიაზეც გააკეთა.

„ჩვენ საერთო აგრესორი გვყავს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. მსგავსი სიტუაციაა უკრაინაშიც და საქართველოშიც. ამ ტერიტორიებზე არის უიმედობა, ჰუმანიტარული კატასტროფა და ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ?  – ეს არის პოლიტიკურ-დიპლომატიური გზა.საქართველოსა და უკრაინის მიმართ მთელი მსოფლიოს სოლიდარობა ჩანს. რუსეთი იზოლაციაშია“, – დასძინა პეტრო პოროშენკომ.

banner
წინა სტატიაშიოკუპაციის ხაზები ჩვენს ქვეყნებში დაინგრევა
შემდეგი სტატიაგაზზე ტარიფის გაძვირება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა გააპროტესტა