“ეს არ არის ხელისუფლების პოზიცია”-თალაკვაძე კუხიანიძის განცხადებებზე

არჩილ თალაკვაძემ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთი პოზიცია ხელისუფლებისთვის მიუღებელია.

„მან გააკეთა განცხადება, რომელიც არ არის შესაბამისობაში ჩვენს პოზიციასთან. ეს არ არის ხელისუფლების პოზიცია. დღეს მთელი საზოგადოება, ხელისუფლება დგას ერთ პოზიციაზე – ეს არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, რომელიც უკანონო პატიმრობაში იმყოფება და რა თქმა უნდა, მიუღებელია ნებისმიერი მომდევნო დღე, როდესაც ის რჩება უკანონო პატიმრობაში დე ფაქტო რეჟიმის პასუხისმგებლობის ქვეშ. დარწმუნებული ვარ, ის მალე გათავისუფლდება. რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას თუ ემოციურ განცხადებებს, რომელიც ამ საკითხზე გაკეთდა, მე ყველას ვთხოვდი, მათ შორის, ჩვენს თანაგუნდელებს, რომ თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც ამ შემთხვევაში შესაძლებელია, გულდასაწყვეტი იყოს მისი ოჯახის წევრებისთვის, თვითონ მისთვის და მთელი საზოგადოებისთვის. ახლა არის დრო, როცა ყველა უნდა გავერთიანდეთ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში“გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ”-ჰარცელი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგზე
შემდეგი სტატია“არ ვფიქრობ, რომ ბოკერიას მიმართ დევნა ხორციელდება”