15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

“ეს არ არის არც ქრისტიანობა და არც ადამიანობა!”- პეტრე კოლხი პატრიარქ შიო მესამეს

პეტრე კოლხი ახალაღსაყდრებულ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს სოციალურ ქსელში ღიად და მკაცრად უპირისპირდება.

“პატრიარქო შიო, სინანულის უნარს ნუ უკლავთ ადამიანებს….

“მაგრამ ღმერთი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა”….

რადიკალური ქადაგებებით იმ ორ ადამიანსაც გააძევებთ ტაძრიდან, ცნობისმოყვარეობის და იმედის თვალით რომ შემოგყურებენ….

თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ აბორტი უმძიმესი ცოდვაა, მაგრამ ოჯახი, რომელშიც უკვე დაბადებული ბავშვები იზრდებიან, თქვენი პატრიარქობის პირველივე დღეებში არ უნდა გაწიროთ !….

ეს არ არის არც ქრისტიანობა და არც ადამიანობა !…” _ წერს სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი.

ცნობისთვის, სამების ეზოში, მრევლთან მიმართვისას თქვა პატრიარქმა შიო მესამემ თქვა: “თუ ოჯახში მძიმე ცოდვა ტრიალებს, როგორიც არის აბორტი, ასეთი ოჯახი განწირულია და პირიქით, სადაც 2-3 წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება”.ა

banner
წინა სტატიაში“კანონი ვერ გარდაქმნის ადამიანის ბუნებას, იძულება ეკლესიის მიზანი არ არის”- მეუფე ზენონი
შემდეგი სტატია“ოჯახი იქ იწყება, სადაც ორი ადამიანის სიცოცხლე ერთ სულიერ გზად იქცევა”- მეუფე ზენონი