“ეს ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ ბრალდებითვის პასუხი უნდა აგო”- ბახტაძე “ფრესკოს” დამფუძნებელს

ეს ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ ბრალდებითვის პასუხი უნდა აგო- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა „ფრესკოს“ დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ბიზნესი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას განიცდის.

„ფრესკოს“ დამფუძნებლის კომენტარი არ წამიკითხავს. აუცილებლად მოვისმენ ამ განცხადებას. თუმცა ის, რომ იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, არის ძალიან მძიმე ბრალდება. როცა ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ ბრალდებისთვის პასუხი უნდა აგო. ჩვენი ფილოსოფია არის ის, რომ თითოეულ ადამიანს ვცემთ უდიდეს პატივს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. ეს არის ჩვენი მიდგომა და ჩვენი ფილოსოფია. თუ ეს ბრალდებები გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველი ვიქნები, რომელიც მოითხოვს ასეთი გამოძიებების დასრულებას უმოკლეს ვადაში და ამაზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში“ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გახარია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს”
შემდეგი სტატიაყაჩაღობა გლდანში – არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მძევალი აიყვანეს და მიმალვა შეძლეს