“ეს ამბავი შოკისმომგვრელი იყო” – ევროპარლამენტარი BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე

“ეს ამბავი შოკისმომგვრელი იყო” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა და BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” კონტროლის პირობებში მიუკერძოებელი გამოძიება შეუძლებელია.

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ დეკემბერში სახაროვის პრემიის გამო საქართველოს საკითხი აუცილებლად წამოიჭრება სტრასბურგის პლენარულ სესიაზე და აუცილებლად ისაუბრებენ ქიმიური იარაღის სკანდალზეც.

ეს ამბავი ჩემთვისაც კი, რომელმაც ვიცი რას ნიშნავს “ქართული ოცნების” რეჟიმი, შოკისმომგვრელი იყო. ჩვენ ვაკვირდებით, ვცდილობთ გავერკვეთ რა ხდება, გვაქვს კონსულტაციები ერთმანეთში რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება რეაგირება. შეუძლებელია ამ ყველაფერზე რეაქცია არ გქონდეს. დღეს გამიჭირდება თქმა, როგორი შეიძლება ეს რეაქცია იყოს, მაგრამ, გეტყვით რომ დეკემბერში სახაროვის პრემიის გამო საქართველოს საკითხი აუცილებლად წამოიჭრება სტრასბურგის პლენარულ სესიაზე და რა თქმა უნდა ეს იქნება რეალური შესაძლებლობა რომ ამ საკითხზეც ვისაუბროთ. ჩვენ გვჭირდება გამოძიება, არ ვიცი რომელი ინსტიტუტის მიერ, თუმცა ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ გავერკვეთ სიტუაციაში. მიუკერძოებელი გამოძიება შეუძლებელია “ქართული ოცნების” კონტროლის პირობებში. ძალიან ტრაგიკული სიტუაციაა, შემიძლია ასე გითხრათ. ეს არის სწორედ ის, რის გამოც ჩვენ აქ ევროპარლამენტში შესაძლოა ასეთ ბრუტალურ ქმედებას არ ველოდით, თუმცა ჩვენ დავკარგეთ ნდობა “ქართული ოცნების” მთავრობის მიმართ,” – თქვა რასა იუკნევიჩიანემ.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“რუსეთის სულ უფრო და უფრო უგუნური ქცევის წინაშე ნატო-ს მეტი ურყევი სიფრთხილე სჭირდება” – ნატო–ს გენერალური მდივანი
შემდეგი სტატია“კვლევაში არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს არაფერი, არც მოწამვლაზე” – გიორგი ჩახუნაშვილი