25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

“ეს ალიანსი თავიდანვე მკვდრად შობილი იყო, გაერთიანებით უფრო მეტი იკარგება” -ირაკლი მელაშვილი

ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე რღვევის პროცესები ლოგიკურია, რადგან გაერთიანება თავიდანვე „ფსევდო ალიანსს“ წარმოადგენდა. მელაშვილის თქმით, ალიანსში შემავალი 9 ორგანიზაციიდან უმრავლესობა ერთი კაცის გარშემო შემოკრებილი ფან-ჯგუფია, რომელთა გავლენაც თბილისის მცირე წრეს არ სცდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ქუჩაში მდგარი 200 ათასი ადამიანის ენერგია უშედეგოდ გაფლანგა და პოლიტიკური პროცესი მოკლა.

„გამოდის პარტიის თავმჯდომარე და აცხადებს, რომ „მე არ მინდა ალიანსში ყოფნა, მაგრამ მიშამ ასე გადაწყვიტა“. თუ მიშა წყვეტს და იქით არაფორმალურ მმართველობაზე დავობ, მაშინ შენ რას გვთავაზობ? იმავეს? ანუ გამოდის, რომ თუ ერთი კაცი წყვეტს, იქით რომ ავტოკრატიაზე საუბრობ, აქაც იგივეა. ორივეს მრევლს ავტორიტარიზმი მოსწონს, ოღონდ ბელადი უნდა იყოს მათიანი. ეს ორი ძალა კი არჩევანს არ უტოვებს საზოგადოებას.

გამოაგდეს პოზიცია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დატოვოს ალიანსი და მიშამ კონსერვატიულ ფრთაზე უნდა დაიწყოს თამაში. კარგი პროცესებია, რადგან სჯობს ეს ყველაფერი ახლა გაირღვეს, ვიდრე წინა საარჩევნოდ. ეს ალიანსი მკვდრად შობილი იყო, რადგან ვიცოდით რა წინააღმდეგობრივი პარტიებია შიგნით. გაერთიანებით უფრო მეტი იკარგება, იმდენად წინააღმდეგობრივი ძალებია.

უფრო საშიშია ის ვითარება, როცა რაღაც ადგილები ფსევდო პარტიებს აქვთ დაკავებული, იმ 9 პარტიიდან, პარტია რამდენია? 6-7 არის ერთი კაცის გარშემო შემოკრებილი ფან-ჯგუფები, მათი გავლენა კი თბილისის პატარა ბაბლს არ ცდება. ეს პროცესები უნდა დასრულდეს, რადგან ეს ალიანსი, ფსევდო ალიანსია. ამ საზოგადოებას უნარი აქვს, რომ გარკვეული პროცესების გენერირება მოახდინოს.

ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ პოლიტიკური შედეგი არ დამდგარიყო. 200 ათასი ადამიანი იდგა ქუჩაში და პოლიტიკური პროცესი მოვკალით, პოლიტიკურად არაფერი არ ხდებოდა, იმ დღეებში ხელისუფლებას რომ ეთქვა — „მოდით დავილაპარაკოთო“, ვინ უნდა დამჯდარიყო მაგიდასთან? ხელისუფლებას ჭკუა არ ეყო, თორემ სულ გააბანძებდა იქაურობას“.

banner
წინა სტატიაში“სააკაშვილისა და ხაბეიშვილის საეკლესიო თემებზე საუბარი სასაცილოდ არ ჰყოფნით, თავს იბანძებენ”- ირაკლი მელაშვილი
შემდეგი სტატია“საბანკო ოლიგარქიამ ჩაშალა ერთობა, აირჩიეს ფული ეროვნული ინტერესების ნაცვლად”- ლაშა ფარულავა