ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება – სააკაშვილი გახარიას კანდიდატურაზე

region
ავტ.: region სექტემბერი 3, 2019 14:11

ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება – სააკაშვილი გახარიას კანდიდატურაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მის ხელისუფლებას მთლიანად აცლის ლეგიტიმურობას. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

“ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება, არამედ არის მოძალადე უზურპატორის რეჟიმი. ხოლო მოძალადე უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები მორალის ფარგლებში, გამართლებულია ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად. საქმე ეხება ქვეყნის ყოფნა-არყოფნას. ერთადერთი რისი უფლებაც არ გვაქვს არის უმოქმედობა და დანებება”, — წერს სააკაშვილი.

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია დღეს, 3 სექტემბერს წარადგინა.

region
ავტ.: region სექტემბერი 3, 2019 14:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,286
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics