“ეს აღარ არის გადაყენება, ეს უნდა იყოს გაგდება”- გოგიჩაიშვილი კობახიძეზე

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარებს.
გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე “გასაგდევია”.
“ეს სამარცხვინო ადამიანი. მაშინაც სამარცხვინო იყო როდესაც უმრავლესობაში ვიყავი და მაშინაც ვეუბნებოდი უმრავლესობის სხდომებზე, რომ იყო სამარცხვინო და ის ადამიანები იყვნენ სამარცხვინოები, ვინც ამ ანტურაჟს ქმნიდნენ და კომფორტს უქმნიდნენ პარტიის თავმჯდომარეს და ახლაც სამარცხვინოა სიტუაცია. დღევანდელი მოცემულობაა პარლამენტის თავმჯდომარის გაგდება. ეს აღარ არის გადაყენება. ეს უნდა იყოს გაგდება. ეს არის აქტი. მე ვფიქრობ რომ ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს, რაც გუშინ ჩაიდინეს. რად ღირს იმ ახლგაზრდა ადამიანებისთვალისჩინის პარლამენტის თავმჯდომარედ რომ იჯდეს კობახიძე რომ იჯდეს პარლამენტში. მაგის გამო მოხდა ამ ადამიანების დასახიჩრება? ამიტომ მშვიდობიანი პროტესტი არის გარდაუვალი. ეს ორი სიმახინჯე რაც არის ნაციონალური მოძრაობა და რაც არის ქართული ოცნება, არის პროტესტი მათ მიმართ გასაკეთებელი, მშვიდობიანი პროტესტი, რომ ეს დახუთულობა რომელიც არის პოლიტიკაში, დამთავრდეს”- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

banner
წინა სტატიაში(Video) აქციის მონაწილეების ცემა, სავარაუდოდ, წინასწარი დაკავების იზოლატორებშიც გრძელდება
შემდეგი სტატიაზაზა ხუციშვილი იმ სპეცრაზმელების დასჯას ითხოვს, ვინც მოქალაქეებს დამიზნებით ესროდა