ეს ადამიანი არის წარმოუდგენელი უსამართლობის მსხვერპლი – დავით ჯანდიერი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბრობს

იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, იურისტმა დავით ჯანდიერმა, მსჯავრდებული დეკანოზი, მამა გიორგი მამალაძე მოინახულა.
დავით ჯანდიერი სასჯელაღსრულების ნომერ მე-9 დაწესებულებაში იმყოფებოდა. ჯანდიერი აცხადებს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უსამართლობის მსხვერპლია.
ჯანდიერის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქმე სტრასბურგში გაიგზავნება, ის მზადაა ევროპულ სასმართლოში დეკანოზის ინტერესები დაიცვას.
„არ შემეძლო წარმომედგინა როგორც იურისტს ის სიღრმეები, დაფარული საკითხები, რომლებიც ამის უკან შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს ადამიანი არის წარმოუდგენელი უსამართლობის მსხვერპლი და რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ეს უსამართლობა. ამ თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა თავისი ექსკლუზიური უფლება შეწყალების გამოიყენოს, მანამ სანამ სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე,“-განაცხადა დავით ჯანდიერმა.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმეში ბრიტანელი ექსპერტები ერთვებიან
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : დღევანდელი შეხვედრის მიზანი პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა და ყრილობისთვის მზადებაა