ეს ადამიანები თვეების განმავლობაში ისხდნენ ციხეში, რაც არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი – ანა ნაცვლიშვილი კაბელების საქმეზე

“ეს ადამიანები თვეების განმავლობაში ისხდნენ ციხეში, რაც არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი, როგორც პროკურატურისთვის, ასევე სასამართლო სისტემისთვის,“- ეს განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტის შეწყალების აქტის მიუხედავად, სასამართლოში საქმე მაინც გასაჩივრდება, რადგან მისი განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.

„თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ პირებს არ ჰქონდათ ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება, ამას ვერ ამტკიცებდა პროკურატურა, თვეების განმავლობაში ვერ შეძლო პროკურატურამ, რომ დამაჯერებელი არგუმენტები წარმოედგინა ამ პირთა ბრალეულობის შესახებ. მიუხედავად ამისა, პროკურატურამ საქმე სასამართლოში მაინც წაიღო, ეს ადამიანები თვეების განმავლობაში ისხდნენ ციხეში, რაც არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი, როგორც პროკურატურისთვის, ასევე სასამართლო სისტემისთვის,” – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაში“ვადევნებთ თვალყურს ყველა საკითხს, გვექნება ჩვენი პოზიცია”- დოლიძე პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებზე
შემდეგი სტატია„თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს