12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

,,ეს 30 წლის გოგო ავადმყოფობისა და ციხეში არსებული აუტანელი მდგომარეობის გამო, 60 წლის ქალს დამსგავსებია” – ზვიად ცეცხალაძე ანასტასია ზინოვკინაზე

“ჩემს ძვირფას აუდიტორიას, თანამებრძოლებს და საზოგადოებას უნდა მივაწოდო ერთი ძალიან საგულისხმო ინფორმაცია, სინდისი პატიმარზე და ნამდვილ პოლიტიკურ ტყვეზე, ანასტასია ზინოვკინაზე.
ანასტასია ვინახულე პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ და გაოგნებული დავრჩი მისი მდგომარეობით, მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობით.
რამდენიმე საათი დავრჩი მასთან სასაუბროდ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ დაჯდა, ხერხემალში ტკივილების გამო. ეს 30 წლის გოგო ავადმყოფობისა და ციხეში არსებული აუტანელი მდგომარეობის გამო 60 წლის ქალს დამსგავსებია. ძალიან დასუსტებულია, ფაქტობრივად, დაუძლურებულია და გამორიცხული არ არის მისი განადგურებული ჯანმრთელობა ციხის პირობებს ვეღარ გაუძლებს და ფატალურად დასრულდება მისი პატიმრობა.
ამ უკომპრომისო, პუტინის წინააღმდეგ მებრძოლ უშიშარ და თავგანწირულ გოგოს სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება და გვერდში დგომა, მინიმუმ ის მაინც უნდა შევძლოთ რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ორთოპედიული მატრასი და ბალიში მაინც შევაძენინოთ მისთვის.
და ბოლოს, ანასტასია ზინოვკინას რომ რამე დაემართოს ციხეში, ამ ცოდვას და სირცხვილს საქართველო და ქართული საზოგადოება საუკუნეები ვერ ჩამოირეცხავს.
მოგიწოდებთ პროტესტში ჩართულ აქტიურ საზოგადოებას, დავაორგანიზოთ აქცია სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებასთან და სასწრაფოდ რაღაცით ვუშველოთ ამ მებრძოლ, დაუჩოქებელ და თავდადებულ გოგოს.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!!!”,- წერს სოციალურ ქსელში პროევროპულ აქციებზე დაკავებული, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს დატოვებს
შემდეგი სტატიადიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს