“ერთსულოვნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მალე მიიღოს”

საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შესახებ საუბრობს.

როგორც ცნობილია, მინისტრი გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი აუცილებლად წარმატებით დასრულდება.

მისი თქმით, მან გამართა შეხვედრებიი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც ისაუბრეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე და ერთსულოვნებაა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია უნდა მიიღოს რაც შეიძლება მალე.

“ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი (LIBE) დღეს საქართველოს საკითხს განიხილავს. ამ კომიტეტში ჩვენი საკითხი ივლისში განიხილეს, სადაც საქართველოსთან მიმართებაში, პოზიტიური შეფასება დაფიქსირდა. გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ამიტომ, ველოდებით, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიყოფილი “ნაცი” არ არსებობს – ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილს აფრთხილებს
შემდეგი სტატია“ნაციონალურმა მოძრაობამ” მუხიანში მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ბარამიძე წარადგინა