26.2 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 21, 2026
banner

“ერთსულოვნება მხოლოდ რუსეთთან წარმოგვიდგენია?” – ზურაბიშვილი საპატრიარქოს მიმართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

“ერთი რამ არ მესმის, ჩვენ ერთსულოვნებას მხოლოდ რუსეთთან წარმოგვიდგენია?
თუ როგორ არის ეს: ნუთუ უკრაინა არ არის ჩვენთვის ერთსულოვანი მართმადიდებელი ეკლესია? და თუ არის, მაშ როგორ გვესმის ღვთის კანონი? ნუთუ არ უნდა გამოვუჩინოთ უკრაინის ეკლესიას თანადგომა, სოლიდარობა, თანაგრძნობა როცა იბომბება კიევის ლავრა? ნუთუ უნდა სდუმდეს ჩვენი საპატრიარქო?
ნუთუ ესაა ჩვენი 1700 წლიანი ქრისტიანობა? ერთსულოვნება? ან თუნდაც ადამიანობა? – წერს სალომე ზურაბიშვილი. 

banner
წინა სტატიაში“რუსეთის მოწოდებები აბსოლუტურად არ გვაინტერესებს, ჩვენს უწყებებს თავისი დღის წესრიგი აქვთ”- ლევან მაჭავარიანი
შემდეგი სტატია“შეეშვან კოლონიურ მოპყრობას” – “ქართული რესპუბლიკის” წევრები ზახაროვას პასუხობენ